ივანიშვილს მოუწევს ხელისუფლების დათმობა... დედას ვუტირებთ ამათ – უგულავა


     ქართველი ხალხი არის შეურაცხყოფილი, იმედგაცრუებული და გაბრაზებული - ეს განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

     გიგი უგულავა საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტს და დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. უგულავა აცხადებს, რომ დღეს მომხდარს "ქართულ ოცნებას" ქართველი ხალხი არ აპატიებს.

     „თავმოყვარეობის შელახვას არავინ არ აპატიებს ამათ და დღეს. ქართველი ხალხი არის შეურაცხყოფილი, იმედგაცრუებული და გაბრაზებული. ამას ნახავს ივანიშვილი, თავისი ხეების მატარებელი კაცი, როგორ არის რეალურ ადამიანებთან ურთიერთობა საჭირო, რა სტკივა რეალურად ადამიანებს საქართველოში, ნახავს, იგრძნობს და მოუწევს დათმობა, მოუწევს დათმობა ხელისუფლების და თუ ამას არ იზავს ნებით, აუცილებლად, არ დავიღლებით და ბოლომდე, ჩვენი კანონით, ჩვენი კონსტიტუციით, დედას ვუტირებთ ამათ" - განაცხადა გიგი უგულავამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно