შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვონ


     შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დატოვონ საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.
 
     ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
 
     ,,შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს"– ნათქვამია განცხადებაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно