სანამ შემოვარდება ხალხი, წადით! შემოვარდება რას ნიშნავს? – სამადაშვილი გახარიას დაუპირისპირდა


     შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის შენობაში მივიდა. 
   
     დაწერე განცხადება და გადადექით - ასე მიმართა სალომე სამადაშვილმა გიორგი გახარიას.

     „არანაირი უფლება არ გაქვთ იკავებდეთ დაკავებულ თანამდებობას. ბატონ კობახიძესთან ერთად მიბრძანდით, დაბრუნდით მოსკოვში, ბატონი გიორგი, მიხედეთ თქვენს ბიზნესს... ველოდებით როდის გააკეთებთ განცხადებას," - განაცხადა სამადაშვილმა.
 
    ამაზე კი გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სისულელეების მოსმენას არ აპირებს.

    "სანამ შემოვარდება ხალხი, წადით!–დასძინა სამადაშვილმა – შემოვარდება რას ნიშნავს?– მიმართა გახარიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно