მივიღეთ დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების მიერ ორგანიზებული ძალადობა- ბახტაძე


     საგანგებო განცხადებას გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ის რაც დღეს მთელი დღის გამავლობაში თბილისში ხდებოდა პოლიტიკურ და სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას მოითხოვს. 

    ,,ის რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში ხდებოდა პოლიტიკური და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს. ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული შეცდომების გამო, ჩვენმა გუნდმა აღკვეთა, შეწყდა ფორუმი, რუსმა დეპუტატებმა დატოვეს თბილისი.

   იმავდროულად შვიდი საათის შემდეგ ხალხის მიერ გამოხატული გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს. მათ შტურმი მიიტანეს პარლამენტზე და იძალადეს პოლიციელებზე. შედეგად შეიქმნა ვითარება, რომელიც გაცდა დღის პირველ ნახევარში განვითარებული მოვლენებით გამოწვეულ სამართლიან რეაქციას და მივიღეთ რევანშს მოწყურებული, დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების მიერ ორგანიზებული ძალადობა.

    სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები. პარლამენტზე და პოლიციის ძალებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ისარგებლეს ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი ემოციით. ბოლო მომენტამდე პოლიცია არ გასცდენია პარლამენტის შენობის პერიმეტრს. პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, დაიცვა სახელმწიფო, საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული. ახლა უმთავრესია ყველა დაშავებულის ჯანმრთელობა ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი"- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно