„ეს აღარ არის გადაყენება, ეს უნდა იყოს გაგდება - გოგიჩაიშვილი კობახიძეზე


     „ეს აღარ არის გადაყენება, ეს უნდა იყოს გაგდება, ეს არის აქტი," - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა.
 
     დეპუტატის თქმით, გუშინ ენმ-მ პროვოკაცია სცადა და სამართალდამცავებმა რეაგირება უნდა მოახდინონ ამაზე.

    „ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და ნუ დაემსგავსებით ახლა ენმ-ს, თითქოს, გინდათ, ანახოთ საზოგადოებას ვაჟკაცობა და რაღაცის მოთხოვნის ფონზე არ გადააყენოთ ეს უბადრუკი პარლამენტის თავმჯდომარე, ეს სამარცხვინო ადამიანი. მაშინაც სამარცხვინო იყო, როდესაც უმრავლესობაში ვიყავი და მაშინაც ვეუბნებოდი უმრავლესობის სხდომებზე, რომ იყო სამარცხვინო და ის ადამიანები იყვნენ სამარცხვინოები, ვინც ამ ანტურაჟს ქმნიდნენ და კომფორტს უქმნიდნენ პარტიის თავმჯდომარეს და ახლაც სამარცხვინოა სიტუაცია," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно