„გენერალ როდიონოვის ქმედებას შეგვიძლია, მივამსგავსოთ რასაც გუშინ ჩადიოდა „ქართული ოცნება“ - ვაშაძე


     „ქართულმა ოცნებამ" გუშინ საოცარი ძალადობის გამოვლინება გვაჩვენა - გიორგი ვაშაძე რუსთაველზე მომხდარ მოვლენებს აფასებს. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, მათი პოლიტიკური მოთხოვნები უცვლელია: გადადგნენ კობახიძე და გახარია დაკავებული თანამდებობებიდან და დაიწყოს მსჯელობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

     ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურ პროვოკაციაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სპეცრაზმელებმა სპეციალურად მიიყვანეს აქციაზე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.

     „გენერალ როდიონოვის ქმედებას შეგვიძლია, მივამსგავსოთ ის ქმედება, რასაც გუშინ ჩადიოდა „ქართული ოცნება" და სპეცრაზმელები. მათივე დავალებით, ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც ყველაზე პროვოკაციულად იქცეოდნენ. ძალიან საგანგაშოა ის ვითარება, რაც შექმნეს, უამრავი ადამიანია დაშავებული, დაშავებულები არიან რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით.

    ჩვენ დეტალურად აღვწერთ ამ სიტუაციას, ვნახულობთ დაშავებულებს, ვინ რა მდგომარეობაშია. რამდენადაც ვიცით, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ჩაუტარდათ ოპერაცია", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно