პუტინი საქართველოში, განვითარებული მოვლენებს ,,რუსოფობიურ პროვოკაციად" აფასებს


     საქართველოს პარლამენტსა და რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა.

    კრემლის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინმა 20 ივნისის მოვლენები - ექსტრემისტული ელემენტების მიერ მოწყობილ რუსოფობიურ პროვოკაციად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან სახიფათო მოვლენაა.

     „განიხილებოდა ასევე ვითარება საქართველოში. რუსი პარლამენტარების მიმართ ექსტრემისტული ელემენტებით პროვოცირებული რუსოფობიური პროვოკაცია შეფასებულია როგორც ძალიან საშიში გამოვლინება. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაცემულია რეკომენდაცია, ექსტრემისტების ქმედებებთან დაკავშირებული შესაძლო საშიშროების შესახებ, გააფრთხილოს რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები, რომლებიც მიემგზავრებიან ან იმყოფებიან საქართველოში", – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно