საქართველოში დაახლოებით რუსეთის 1.5 ათასი მოქალაქე იმყოფება


     საქართველოში დაახლოებით რუსეთის 1.5 ათასი მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსტურიზმი ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების სამშობლოში დაბრუნება, გეგმის მიხედვით, 8 ივლისამდე მოხდება. 

     რუსულმა ავიაკომპანიებმა, ვლადიმერ პუტინის ბრძანების შესრულება დაიწყეს. ავიაკომპანიებმა, „სმარტავიამ", „პაბედამ", „რედ ვინგზმა" და „ეს 7"-მა, საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე შეაჩერეს.  

     რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ გამოცემული ბრძანებით, საქართველოში ფრენები აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვლადიმერ პუტინის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანია, რუსეთის ეროვნული ინტერესების და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.

     ბრძანების მიხედვით, რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ტურისტების შემოყვანა 8 ივლისიდან უნდა შეწყვიტონ. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/136789