ისრაელი იორდანიის დაბლობიდან გასვლას არ გეგმავს - ნეთანიაჰუ


     ისრაელი იორდანიის დაბლობიდან გასვლას არ გეგმავს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ჯონ ბოლტონთან ​შეხვედრაზე განაცხადა.

     ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯონ ბოლტონს უთხრა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დარეგულირების ნებისმიერ სცენარში, იორდანიის ველზე ისრაელის კონტროლი უნდა იყოს გათვალისწინებული, რომელიც პალესტინის პოტენციური სახელმწიფოს აღმოსავლეთ საზღვრის ფორმირებას მოახდენს.

     „იორდანიის ველი უზრუნველყოფს მინიმალურ სტრატეგიულ სიღრმეს და სიმაღლეს ჩვენი ქვეყნის დასაცავად. სამშვიდობო შეთანხმების ნებისმიერ ვერსიაში, ჩვენი პოზიცია იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნის შენარჩუნება, რაც ჩვენი და საერთო უსაფრთხოების ინტერესებშია", – აღნიშნა ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა.

     თავის მხრივ, ჯონ ბოლტონმა ბენიამინ ნეთანიაჰუ დაარწმუნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც „საუკუნის შეთანხმებაზე" მუშაობს, ისრაელის სურვილებს გაითვალისწინებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv