2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში - ივანიშვილი


     „ქართული ოცნება" გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

     ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"  თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში, პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
 
     „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

     საზოგადოებას მოეხსენება რომ „ქართული ოცნება" იყო იმ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი,რომლის ფარგლებშიც გადაწყდა,რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული და ფლურალისტულ ევროპულ სტანდარტს,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно