2020 წლის პარლამენტი დაემსგავსება "ლილოს ბაზრობას"- ჯუმბერ კირვალიძე


     ჯუმბერ  კირვალიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების (ნულოვანი) პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე, უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს".
 
     პოლიტოლოგის აზრით, 2020 წლის პარლამენტი ,,ლილოს ბაზრობას" დაემსგავსება.
 
    ,,1992 წელში ვბრუნდებით, როცა სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, შევარდნაძემ ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად საპარლამენტო არჩევნები "საკომპენსაციო სიებით" ჩაატარა და 10 კაციან პოლიტიკურ პარტიებს "გაუხსნა გზა" საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად!... 

     დღეს, 27 წლის შემდეგ იგივე პრობლემა აქვს ივანიშვილს და ამიტომაც, - "ნულოვანი ბარიერის" ფორმულა შემოგვთავაზა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის პარლამენტი დაემსგავსება "ლილოს ბაზრობას" და როგორც 1992 წლის პარლამენტში, იქ ის პოლიტიკური პარტიებიც მოხვდებიან, რომლებშიც სულ რამდენიმე ათეული წევრია!.. სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით, ეს გახლავთ უკან გადადგმული ნაბიჯი, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის მომავალზე!"– აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно