,,ინსპირირება მომხდარიყო შტურმი, გააკეთეს იმ პოლიტიკურმა დესტრუქციულმა ლიდერებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ იქ"– კალაძე


     "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ დადგება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც რუსთაველზე განვითარებული მოვლენების ინსპირირება მოახდინა.

     "მე გუშინაც გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. პირველი რაც მოხდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი გუნდი. ამას მოჰყვა უმკაცრესი განცხადებებიც და შედეგიც. პარლამენტის თავმჯდომარე დაბრუნდა, გადადგა ღირსეული ნაბიჯი და დატოვა თანამდებობა. 

     საღამოს განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ძალიან მძიმე ფაქტები და მივიღეთ მძიმე სურათი, ეს იყო უმძიმესი სანახავი, ამის ინსპირირება, მომხდარიყო შტურმი, გააკეთა იმ პოლიტიკურმა დესტრუქციულმა ლიდერებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ იქ.

     რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა მასაც მოჰყვება რეაგირება. ჩვენ ვნახეთ ასევე კადრები, რომელიც იყო უმძიმესი, ამასაც მოჰყვება რეაგირება. გენინსპექციას აქვს დაწყებული მოკვლევა და არც ერთ ფაქტ არ დარჩება რეაგირების გარეშე,"-განაცხადა კალაძემ. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно