ქმედითი ზომების მიღებაა საჭირო, თორემ 2020-ში ქვეყანას მადესტაბილიზებელი ძალები უარეს პროვოკაციას მოუწყობენ – გაგნიძე


      მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გვესაუბრება ,,პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის’’  დამფუძნებელი გრიგოლ გაგნიძე:
 
     - ბატონო გრიგოლ 20 ივნისს მოვლენების ასეთ განვითარებას ელოდით?

     – 20 ივნისს დარბევამდე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ  განაცხადა რომ ხელისუფლება არ აპირებდა ტყვიების და ხელკეტების გამოყენებას, ჩემი ინფორმაციით ეს ბატონ გახარიასთანაც შეთანხმებული იყო, მაგრამ  სამწუხაროდ პოლიციამ გამოიყენა ე.წ. პლასტიკური ტყვიები, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სავარაუდო კანონდამრღვევი პოლიცილების მიმართ მოხდენილია კანონ შესაბამისი რეაგირება.     

   ,,ნაციონალებს ე.წ. ,,პრაიდის" აქციებით უნდოდათ გამოეწვიათ საყოველთაო მღელვარება, ამას რომ ვერ მიაღწიეს, გავრილოვის ფაქტორი გამოიყენეს. 
 
      – მომიტინგეების დაშლა სპეცრაზმს მოუწია, დაშავდნენ მოქალაქეები, მათ შორის 80 პოლიციელი, რომელთა შესახებ გულისტკივილი არავის გამოუხატავს. რა ხდება, პოლიციელები ამ ქვეყნის მოქალაქეები არ არიან? 

     უფლებადამცველი გახლავართ და არ შემიძლია არ აღვნიშნო, ამ ხელისუფლების პირობებში არასდროს ყოფილა ძალადობის ფაქტები, ადამიანების გატაცებები, შეკრებების დარბევები, თუნდაც პანკისის მოვლენები გავიხსენოთ, ბათუმის, თელავის ინციდენტი და სხვები. ეს არ არის ამ ხელისუფლების ხელწერა. მე არ ვიცი, ვინ იყვნენ ამ აქციაზე, ვინ იყვნენ ის სპეცრაზმელები, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ მომიტინგეებს, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, ეს კვლავ ის ადამიანები არიან, რომლებიც სააკაშვილის გამოზრდილები არიან  ადამიანების სისხლზე დაგეშილი ხალხი, თორემ ჩვეულებრივი პოლიციელები, იმ ე. წ. დარბევამდე ბოთლით წყალსაც კი აწვდიდნენ მომიტინგეებს. თუ დააკვირდით, სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც მელიამ, უგულავამ და სხვა ნაცებმა და სხვებმა მოწოდება დაიწყეს პარლამენტში შევარდნის თაობაზე. მომიტინგეები გადაიქცნენ პოლიციელებზე მოძალადეებად– აგინებდნენ, აფურთხებდნენ, ართმევდნენ ფარებს, ჩაფხუტებს, ხელკეტებს. ამ ფაქტებზე აღძრულია სს საქმე და ყველას განსჯის კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარესს ველოდეთ ნაცებისგან, რადგამ ისინი ცდილობენ, იყვნენ პროტესტის ფლაგმანები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი სპეციალური ნარკოტიკული თუ სხვა დოპინგური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, კარგად დავინახეთ,  სპეცრაზმის მიერ წყლის ჭავლით უკუქცეული ტალღა მეორედ და მესამედ ჯიუტად როგორ იწევდა პარლამენტის შენობისკენ. 
 
     – ამ მოვლენების შემდეგ ყოველ დღე იმართება აქციები, სადაც ჟღერდება სხვადასხვა მოთხოვნები, როგორ ფიქრობთ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?

    დღევანდელი კრიზისი რთულ ფორმებს იღებს, ქმედითი ზომების მიღებაა საჭირო, თორემ 2020-ში ქვეყანას და ხალხს მადესტაბილიზებელი ძალები უარეს პროვოკაციას მოუწყობენ. სისასტიკეების ჩამდენებს სურთ ისევ ხელისუფლებაში დაბრუნება და წარმოიდგინეთ, რა გაბოროტებული იქნებიან, თუ ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს.

     დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა გამოააშკარავოს საბოტაჟნიკები, არაპროფესიონალები, ფუქსავატები, რომლებიც პასუხისმგებლობას გაურბიან, დაითხოვონ და პასუხისგებაში მისცენ.

    სად იყო კობახიძე, ბაქოში, არა? კი, მაგრამ აზერბაიჯანში რომ მიდიხარ, აქ საერთაშორისო ასამბლეის სესია ტარდება და ვის ტოვებ პასუხისმგებლად? მაშინ, როცა ე. წ ოპოზიცია ორგანიზებულად ჩასაფრებული ადევნებს თვალს ხელისუფლების ყოველ ქმედებას. ახალგაზრდებიც კი თავიანთ ირიბ თუ პირდაპირ მხარდამჭერებად აქციეს, ხომ დავინახეთ ყველამ? ისევ ახალგაზრდობა უნდათ, რომ შესწირონ თავიანთ ზრახვებს. ,,პუტინ ხუილოო," რომ აძახებინეს ხალხს. რაიმე უბედურება რომ მოხდეს კვლავ რუსეთის მხრიდან, როგორც 2008-ში დავინახეთ, ესენი კვლავ გაიქცევიან უკან პატრობნებთან ევროპა-ამერიკაში და ჩვენ, ხალხს და ახალგაზრდებს შეგვატოვებენ კვლავ ხელში გამძვინვარებულ მოწინააღმდეგეს. სხვათა შორის, ზოგიერთი რუსეთშიც გაიქცევა. იგივე გიგი წერეთელი გავრილოვთან გადაღებულ ფოტოზე მშვენივრად ყელყელაობს, კაცი, რომელიც ეუთოს საპარლამენტო წარმომადგენელია საქართველოდან. დასკვნები თავად გამოიტანეთ. ახლა ეკონომიკურ სიდუხჭირეში უფრო და უფრო რომ ჩავეფლობით, მომიტინგეებმა და მათმა მხარდამჭერებმა  მიაკითხონ ნაცებს და მათ ოფისებს.
 
 
     ,,ნაციონალები" რა დესტრუქციულებიც იყვნენ ჯერ კიდევ 2003 წლამდე, და ხელისუფლებაში ყოფნისას, იგივე დარჩნენ დღემდე – მათ სურთ, საქართველო დაუპირისპირონ რუსეთს, დასავლეთს, საკუთარ მოსახლეობას და დაანგრიონ ქვეყანა საკუთარი კეთილდღეობისთვის.  
ესენი არ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, თორემ, გაუგონარი სისხლისღვრა გარდაუვალი იქნება.
 
ესაუბრა ნინო ჩიკვაიძე

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно