რუსეთის დაბრუნების გამო ევპოსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის სესია 7 ქვეყნის დელეგაციამ დატოვა


     საქართველოსა და კიდევ ექვსი ქვეყნის დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია დემარშით დატოვა. მათი ერთობლივი განცხადების მიხედვით, პასე-ში რუსეთის დაბრუნების შემდეგ საქართველო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უკრაინა და ესტონეთი ასამბლეის საზაფხულო სესიას აღარ დაესწრებიან. დელეგაციები საკუთარ ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებთან პასე-სთან სამომავლო ურთიერთობებისა და ასამბლეაში ამ ეტაპზე ყოფნის მიზანშეწონილობაზე კონსულტაციების გაივლიან.

     ,,რუსეთის დელეგაციის უფლებების უპირობო აღდგენა ასამბლეის არაერთი მოთხოვნის შესრულების გარეშე, არასწორ სიგნალს უგზავნის იმ ქვეყანას, რომელმაც მიმართა შეიარაღებულ აგრესიას , მოწამვლას, არ იცავს თავის მოქალაქეების უფლებებს და ევროპაში დემოკრატიის დესტაბილიზაციას ცდილობს,” -წერია 7 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/137441