ირანთან მოკლევადიანი ომი ილუზიაა – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი


     ირანთან მოკლევადიანი ომი ილუზიაა, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა, აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა.

     დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანთან ომის დაწყების შეთხვევაში, საომარი მოქმედებები დიდხანს არ გაგრძელდება.
     ​ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სანქციები ომის ალტერნატივა არ არის, რადგან სანქციები თავად ომია. ჯავად ზარიფის თქმით, ვინც ომს იწყებს, ის ომის დასრულებას ვეღარ შეძლებს.

​     აშშ-ის და ირანის ლიდერებს შორის რიტორიკა უკიდურესად არის გამწვავებული. დონალდ ტრამპი ირანს „წაშლით" დაემუქრა, რის შემდეგაც ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თეთრ სახლში „ფსიქიკურ აშლილობას განიცდიან."



скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv