,,თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები მეუფეებს შეხვდნენ


     "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებსა და მეუფეებს შორის ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე შედგა.

     საინფორმაციო პორტალ "ონ.ჯის" მიერ მიერ დაფიქსირებულ ფოტოზე ჩანს, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები - მიტროპოლიტი შიო და თეოდორე, ასევე მთავარეპისკოპოსი იაკობი, გიორგი თაბაგარსა და მარიამ კვარაცხელიას ესაუბრებიან.

     აქვე იმყოფებიან სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საუბრის მონაწილეების შეფასებით, შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო.

     „არაფერი საუბრის თემა არ ყოფილა, უბრალოდ იყო გაცნობითი ხასიათის. ნინო ლომჯარიაც იყო. იმედი მაქვს ქვეყნისთვის პოზიტიური რაღაცეები მოჰყვება, მაგრამ ამ ეტაპზე იყო მხოლოდ გაცნობა,"-ამბობს მარიამ კვარაცხელია.

     გიორგი თაბაგარი კი ამბობს, რომ მეუფეებთან საუბარი იყო „თბილისი პრაიდის" შესახებ, მისი თქმით, სასულიერო პირები თვლიან, რომ ეს პროპაგანდის მცდელობაა, რაც თაბაგარის თქმით, კამათის მიზეზი გახდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://www.rustavi2.ge/ka/news/138117