,,დღეს, მელიქიშვილის გამზირზე, მამაჩემის მკვლელობის ადგილას, ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია გამართა"– შარაძე


     აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
     დღეს, მელიქიშვილის გამზირზე, მამაჩემის მკვლელობის ადგილას, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია გამართა. პათოსი იყო: გადადგეს სისხლიანი გახარია!

     ცალკე აღნიშვნის ღირსია, რა მონდომებით აშუქებს ამ უმნიშვნელოვანეს და ხალხმრავალ აქციას „ტვ პირველი" წამყვანიც საგანგებოდ აკონკრეტებს, - არ აგერიოთ ახალგაზრდების აქციაში, ეს ,,გაერთიანებული ოპოზიციის" აქციააო, - გეგონება, დიდად საამაყოა.
 
     არამზადები გაჰყვირიან, - არავითარ გადატრიალებას ჩვენ არ ვაწყობდით, მშვიდობიანად შევიდოდით პარლამენტში და გამოვიდოდით, სხვას რას ვიზამდით, სხდომა არ იყო, კაციშვილი იქ არ იყოო.
 
    თვალებში ნაცრის შეყრის ჩემპიონები რომ არიან, არახალია, მაგრამ რაში წერია ახლა ეს?

     20 ივნისს, დილიდან, პირდაპირ ეთერში, თვალს ვადევნებდი ყველაფერს. ჯერ კიდევ, შუადღე იყო და პარლამენტის შენობიდან ქუჩაში არც იყვნენ გადმოსულები, როცა მელია ამბობდა, - ხალხი უნდა შემოვიყვანოთ შენობაშიო; ხოლო მოგვიანებით, როდესაც უკვე გავეშებული ბრბო (დიახ! ვინც იქ პოლიციას თავ-პირს ალეწავდა და ფიზიკურად ძალადობდა, სწორედ, რომ ბრბოა) ძალისმიერად იჭრებოდა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მართალია, სხდომა არ ტარდებოდა, მაგრამ იქ იყო პრემიერ-მინისტრი და ნახევარი მთავრობა.

    მე გეუბნებით იმას, რაც ჩემი თვალით ვნახე და ალბათ, ნახეთ თქვენც, უმრავლეოსობამ მაინც.

    ახლა, მოგახსენებთ ჩემს აზრს, რას ჩაიდენდა ეს ,,მშვიდობიანი", წინა ხაზზე მდგარი ზონდერ შემადგენლობა, სათავეში ნაციონალური მოძრაობით:
 
    შევარდებოდნენ პარლამენტში ლეწვა-ლეწვით, იქიდან გამორეკავდნენ ყველას, რაც მთავარია, პრემიერმინისტრს, ჩამოაყალიბებდნენ რამე ,,დროებით" ორგანოს, რომელზეც იტყოდნენ, რომ ,,გაერთიანებული ოპოზიციაა", ხალხის აზრს გამოხატავს და ლეგიტიმაციისთვის, დანიშნავდნენ არჩევნებს. თვალისდახამხამებაში, ვნახავდით ვირხთების ,,თავის გადარჩენის" (ბ. ივანიშვილი) ბევრჯერ ნანახ, საყვარელ პროცესს და ა.შ... აღარ გავაგრძელებ, დანარჩენი ისედაც იცით და მარტივად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ...

     როგორ მტკივა გული და მენანება, წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო (მერე რა, რომ მსხვერპლი არ არის), თორემ სასაცილოზე სასაცილო იქნებოდა ეს ყოველივე, რაც საკუთარი თვალით ვნახეთ და ვუყურებთ ყოველწამიერად"– წერს რუსუდან შარაძე. 
     


скачать dle 11.0фильмы бесплатно