ირანი ბირთვული შეთანხმების პირობებს აღარ დაიცავს - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე


     ირანი ბირთვული შეთანხმების პირობებს აღარ დაიცავს, – ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. აბას არაჩის განმარტებით, თეირანს 2015 წელს მიღწეული შეთანხმების გადარჩენა სურდა, თუმცა ევროპულმა სახელმწიფოებმა ამისთვის საკმარისი ვერ გააკეთეს. ამიერიდან ირანის ისლამური რესპუბლიკა ურანის გამდიდრების მაჩვენებელს ხელშეკრულებით განსაზღვრულ 3,67 პროცენტზე მაღლა, საჭირო დონემდე გაზრდის.

     2018 წელს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დატოვა. რის შემდეგაც ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ცოტა ხნის წინ კი ირანში განაცხადეს, რომ დოკუმენტის ხელმომწერი ქვეყნები მის პირობებს არ ასრულებენ, ამიტომ ხელშეკრულების გათვალისწინებულ პირობებს თავადაც გვერდს აუვლიან.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: 1tv