,,არასდროს ჩავატარებინებთ პრაიდს"– ლევან ვასაძე


     ბიზნესმენი ლევან ვასაძე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მივიდა, სადაც დილიდან „ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეები, სასულიერო პირები არიან შეკრებილი.

     როგორც ვასაძემ აღნიშნა, ის პირველი რესპუბლიკის მოედნიდან ვერის ბაღში წავა.

     „მივესალმე აქ შეკრებილ საზოგადოებას. ახლა კი, მივდივარ ვერის ბაღში. ჩვენ არასდროს ჩავატარებინებთ პრაიდს, ესენი რამდენიც კომპიუტერს მიუჯდებიან და კუკუ-დამალობანას თამაშობენ, ჩვენ მაინც არ დავიღლებით არასოდეს, უკუნითი უკუნისამდე, სანამ კაცები არიან საქართველოში, ჩვენ პრაიდს არ ჩავატარებინებთ", – განაცხადა ვასაძემ.

    ბიზნესმენი ცოტა ხნის წინ კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან იმყოფებოდა, სადაც „ღირსების მარშის" მოწინააღმდეგები 06:30 საათიდან შეიკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ პრაიდის ორგანიზატორებს აქციის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.

     გავრცელებული ინფორმაციით, „ღირსების მარში" შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაციის გაჟონვის გამო და უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიება კიდევ ერთხელ გადადეს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv