ირანს ომი არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ სურს - ირანის არმიის ხელმძღვანელი


     ირანს ომი არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ სურს, – ამის შესახებ ირანის არმიის ხელმძღვანელმა, სეიედ აბდოლრაჰიმ მოუსავიმ განაცხადა.

     ირანელი გენერლის თქმით, თეირანი საომარ სცენარს არ ემხრობა, თუმცა კარგად ისწავლა, თუ როგორ დაიცვას თავი. ირანის არმიის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა გადაჯაჭვული კომპლექსური საფრთხეების წინაშეა, თუმცა მსგავს საფრთხეებისგან ქვეყნის დასაცავად მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობები საკმარისი არ არის. ირანელი გენერლის თქმით, მნიშვნელოვანია მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიურ ომთან დაპირისპირება, რომელიც ხშირად ატარებს კულტურულ და ინტელექტუალურ ასპექტებს.

     გენერალ მოუსავის თქმით, მოწინააღმდეგის ზეწოლის ფონზე, მოსახლეობის წინააღმდეგობის და ტოლერანტობის გაძლიერება სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: 1tv