,,დიახ! რუსეთი - ოკუპანტია! ნაცები - პროვოკატორები! ქოცები - იდიოტები!"- კირვალიძე


      პოლიტოლოგი, ჯუმბერ კირვალიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
     
      ,,დიახ! აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - საქართველოა! რუსეთი - ოკუპანტია! ნაცები - პროვოკატორები! ქოცები - იდიოტები! ქართველი ხალხი, მხოლოდ ისეთ ეროვნულ ხელისუფლებას გაყვება ბოლომდე, რომელიც ქართლში და სამეგრელოში დადგმულ საოკუპაციო "სასაზღვრო" ბანერებს, საქართველო-რუსეთის საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საზღვარზე "გადადგამს"!
 
    საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, როცა - ოკუპანტი რუსეთი "პარტნიორი" გახდება! საქართველოს მეგობრებმა აშშ-ში და ევროპაში უნდა შეიგნონ, რომ ქართველი ხალხის იძულება ჩვენს ქვეყანაში სოდომიზმის პროპაგანდის დაკანონებაზე, იგივეა, რაც წარსულში ქართველების ძალით გამაჰმადიანების მცდელობა ისლამური იმპერიების მიერ!!!"– აღნიშნავს პოლიტოლოგი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно