რუსეთის სათათბირომ საქართველოს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა


     რუსეთის სათათბირომ საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა - 416 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.

     ასე გამოეხმაურა დუმა ერთი ჟურნალისტის უხამს მონოლოგს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა უნდა მიიღოს. უცენზურო მონოლოგის ადრესატმა ახლა უნდა გადაწყვიტოს, დააკისრებს თუ არა მორიგ სასჯელს საქართველოს.

     აკრძალვა კი შეეხება ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტს რუსეთში და საქართველოს მიმართულებით ფულად გადარიცხვებს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно