პუტინი საქართველოს წინაღმდეგ სანქციებს მხარს არ უჭერს


    პუტინი საქართველოს წინაღმდეგ სანქციებს მხარს არ უჭერს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით მან ქართველ ხალხს პატივი სცა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. 
 
     "მე ამას არ გავაკეთებდი, ქართველი ხალხის პატივისცემიდან გამომდინარე. ვიღაც ერთი გამოვიდა, რაღაც დააბრეხვა, საკუთარი თავი რაღაცად წარმოადგინა, მის შესახებ ადრე არავინ არაფერი იცოდა, ახლა კი, ყველა ლაპარაკობს. ამ მხრივ, მან თავისას მიაღწია. შეუწყვიტეს უფლებამოსილება ორი თვით, ის გაემგზავრა დასასვენებლად, შემდეგ დაბრუნდება და გააგრძელებს მუშაობას. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში ამას აპროტესტებენ - აცხადებს პუტინი. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно