"საქართველოს, დანაწევრებით, მძიმე შედეგს მოიმკის რუსეთი და პირადად, პრეზიდენტი პუტინი"!–პოლიტოლოგი


      პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
     ვლადიმერ პუტინს 2 -იანი, საქართველოს ისტორიის ცოდნაში! დიახ! აი, ამიტომაა აუცილებელი შეხვედრა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, რათა საქართველოს "ისტორიის მოკლე კურსი" გავაცნოთ რუსეთის პრეზიდენტს, რომელსაც დღევანდელ ინტერვიუში ნათქვამ "სიბრძნეებზე" ეტყობა, რომ ამ საკითხში, საქართველოს მიმართ ოსს-აფხაზ (სომეხ!) "ისტორიკოსებისაგან მიწოდებული სიმართლით" ხელმძღვანელობს, რაშიც სეპარატისტებს მათი რუსი მაღალჩინოსანი ლობისტები ეხმარებიან!!!      
               
     P.S. 5 წლის წინ,  პრეზიდენტმა პუტინმა, ივერიის წმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი გადასცა მოსკოვის ნოვოდევიჩი მონასტერს და განაცხადა:"ეს სიწმინდე, საუკუნეების მანძილზე მუდამ თან ახლდა ჩვენს (რუსეთის) წინაპრებს, მშვიდობიანობის თუ ომიანობის დროს. დღეიდან, კვლავ ყველას შეეძლება, რომ ილოცოს და თაყვანისცეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს"!  ივერიის, ანუ საქართველოს დანაწევრებით მძიმე შედეგებს მოიმკის რუსეთი და მისი პრეზიდენტი!

    არ შეიძლება თაყვანისცე და ილოცო (ფარისევლურად!) ივერიის წმინდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე და იმავდროულად, ივერიის, ანუ საქართველოს დანაწევრება განახორციელო, რადგანაც ივერია (საქართველო) არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ასეთი ქმედება, როგორც მორალურად ისე პოლიტიკურად ძალიან ძვირად დაუჯდება რუსეთს და თავად მის "მართლმადიდებელ, მორწმუნე" პრეზიდენტს!!!"– წერს ჯუმბერ კირვალიძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно