"საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩვენი ერის წინააღმდეგ საქართველოს აგრესია არ დაუგმიათ"– ჯიოევი


     "საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩვენი ერის წინააღმდეგ საქართველოს აგრესია არ დაუგმიათ"– აღნიშნული განცხადება ცხინვალის მარიონეტული მთავრობის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა გააკეთა. 

     ჯიოევის თქმით, 2008 წლის მოვლენების შემდეგ სამხრეთ ოსეთის 7 მოქალაქე ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, თუმცა ამ საკითხს საერთაშორისო გაერთიანების მხრიდან სათანადო ყურადღება არ ექცევა.

     ,,საქართველოს ხელისუფლებამ და სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ ამ საკითხთან დაკავშირებით ფართო პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გამოიწვიონ საერთაშორისო აჟიოტაჟი. სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, როდესაც სამხრეთ ოსეთის ერის ტრაგედია მთელმა მსოფლიომ გაიგო და ელჩ ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით ევროკავშირის დამოუკიდებელმა კომისიამ აღიარა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ასეთი ფართო საერთაშორისო ცნობადობა არ ყოფილა. საერთაშორისო ორგანიზაციებს სათანადო ყურადღება არ მიუქცევიათ ჩვენი არაერთი მიმართვისთვისაც, რომ ჩვენი ერის წინააღმდეგ საქართველოს აგრესია დაეგმოთ. არჩილ ტატუნაშვილთან ჩვენს შესაბამის უწყებებს შეკითხვები ჰქონდათ, დაინტერესებული იყვნენ, რომ ინფორმაცია მიეღოთ, თუმცა სამწუხაროდ, მისმა გარდაცვალებამ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა წაგვართვა,"- განაცხადა მურატ ჯიოევმა.  
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно