წუხელ დანელია-ტერეშკოვამ გვამცნო, - გადადგეს გახარია და დავიშლებითო! აკი ანტისაოკუპაციო მიტინგიაო?!– მძინარაშვილი


      ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ,,ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: 
 
     ,,გახარია გადადგესო, - მოითხოვენ "სტუდენტი-ახალგაზრდები": მიშა მშვილდაძე-კოროლიოვი, შოთა დიღმელაშვილი-გაგარინი, ნინო დანელია-ტერეშკოვა, ბელკა, სტრელკა, ლაიკა და "ბასიანის" სხვა კლიენტურა!

     ესენი არიან სტუდენტი ახალგაზრდები და ამათ უნდა ილაპარაკონ საქართველოს ახალგაზრდობის სახელით?! ვირს რქები არ ამოსდიოდა და თავი ჩოჩორი ეგონაო.

     წუხელ დანელია-ტერეშკოვამ გვამცნო, - გადადგეს გახარია და დავიშლებითო!
 
     აკი ანტისაოკუპაციო მიტინგიაო?! რაო, გახარიას გადადგომის შემდეგ მავთულხლართები გაქრება?! წადით, ბიძია, სახლში, არ ხართ თქვენ ვინმეს გადამყენებელი ხალხი და თქვენი და თქვენისთანების მოთხოვნით გახარიაც არ უნდა გადადგეს!
არც გადადგება!

     ერთი სტვენია და თქვენი ბელადივით ჩიტირეკია ხალხი ხართ და მაგ ნაცსექტის უჭულ-ბუჭულებსაც ნუ ასულელებთ!"- წერს ბონდო მძინარაშვილი.
скачать dle 11.0фильмы бесплатно