ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ტაივანს შეიარაღებას მიჰყიდიან, ჩინეთი სანქციებს დაუწესებს


     ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ტაივანს შეიარაღებას მიჰყიდიან, ჩინეთი სანქციებს დაუწესებს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.

     გენ შუანის თქმით, აშშ-ის მხრიდან ტაივანისთვის შეიარაღების მიყიდვა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმების სერიოზული დარღვევაა.

     ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებით, ვაშინგტონის გეგმა არღვევს ერთი ჩინეთის პრინციპს და ჩინეთ-აშშ-ის სამ კომუნიკეს. გენ შუანმა ასევე თქვა, რომ ტაივანისთვის იარაღის მიწოდება ძირს უთხრის ჩინეთის სუვერენიტეტს და ეროვნულ უსაფრთხოებას.

     აშშ-ტაივანის გარიგებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომაც.

     ჩინეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონის გეგმა ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევაა და ტაივანის სრუტეში მშვიდობასა და სტაბილურობას სერიოზულად აზიანებს.

     სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, აშშ ტაივანს 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების „აბრამს"-ის ტანკებს, „სტინგერ"-ის რაკეტებსა და სხვა სახის სამხედრო აღჭურვილობას მიჰყიდის.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv