,,გახარიას გადადგომა ნიშნავს, რომ მოძალადეები შევიდნენ პარლამენტში" – ივანიშვილი


     "კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, ის გადაეფარა გუნდს" - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა. 

    მისი თქმით, რუსი დეპუტატის მიერ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სხდომის წაყვანა პროტოკოლის შეცდომა იყო. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძეს დანაშაული არ ჩაუდენია. 

    "კობახიძეს არავითარი დანაშული არ ჩაუდენია. კობახიძე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის, რა თქმა უნდა შეცდომა იყო, როდსაც ის ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა, მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა აბსოლუტურად ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი. ასეთია გახარიაც, კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია. გახარია თანამდებობაზე არ იომებს, გახარიას გადადგომა დღეს, რაც სურს "ნაციონალურ მოძრაობას," ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უნდა დახვდნენ. მოძალადეები უნდა შევიდნენ პარლამენტში," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно