ივანიშვილმა რუსეთს ვასალობა დაუდასტურა – შავგულიძე


      "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, შალვა შავგულიძე დარწმუნებულია, რომ რუსეთი ბიძინა ივანიშვილს თავისად მიიჩნევს და სწორედ ამიტომ ბედავს ულტიმატუმის ენით საუბარს. 

     „თავისად რომ არ ეგულებოდეს ლავროვს "ქართული ოცნების" ხელისუფლება და ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ასეთი ტექსტით ვერ მიმართავდა და ასე ვერ მოითხოვდა დასჯას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის. ვასალობა დაუდასტურა ივანიშვილმა და დაუყოვნებლივ მყისიერად გამოხატა პოზიცია და უპატაკა, რომ ეს დავალება მიღებულია და რომ ყველაფერს გააკეთებენ მის შესასრულებლად. ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილება იქნება "რუსთავი 2"-ის სასარგებლოდ და ხელისუფლება თუ კიდევ ერთხელ შეეცდება თეთრზე შავის თქმას და მიუხედავად ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისა საკუთარი ზრახვების განხორციელებას, გადაფორმებას და ა.შ. ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა ამ ზრახვებისაგან მკერდით უნდა დავიცვათ "რუსთავი 2"-აცხადებს შავგულიძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно