აღმოსავლეთ იერუსალიმის გარეუბნებში ისრაელმა პალესტინელების სახლების დანგრევა დაიწყო


     აღმოსავლეთ იერუსალიმის გარეუბნებში ისრაელმა პალესტინელების სახლების დანგრევა დაიწყო.

     „როიტერის" ინფორმაციით, ბულდოზერები ასობით პოლიციელის თანხლებით, პალესტინურ სოფელ სურ ბაჰერში შევიდნენ. აღნიშნული სოფელი სამხედრო ბარიერის სიახლოვეს მდებარეობს.

     ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით „როიტერი" წერს, რომ ისრაელის პოლიციამ მოსახლეობის ევაკუაცია ძალდატანებით დაიწყო და შემდეგ სახლებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამაგრა.

     ინციდენტი იერუსალიმის მომავალთან დაკავშირებით გაჭიანურებული უთანხმოების ბოლო რაუნდია. იერუსალიმში 500 ათასი ებრაელი და 300 ათასი პალესტინელი ცხოვრობს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv