საქართველოს საელჩომ გერმანულ ტელეარხს აფხაზეთზე დამახინჯებული სიუჟეტის გამო წერილი გაუგზავნა


     გერმანიაში საქართველოს საელჩომ გერმანულ ტელეარხს აფხაზეთზე დამახინჯებული სიუჟეტის გამო წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ დიპლომატიური მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

    „გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოახდინა შესაბამისი რეაგირება 21 ივლისს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასულ სიუჟეტთან „აფხაზეთი – თოკით დაშვება საბჭოთა ნანგრევებზე" დაკავშირებით. ისტორიული ფაქტების დამახინჯების გამო, ოფიციალური წერილი გაეგზავნა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და რეპორტაჟის ავტორს. წერილში მითითებული იქნა, რომ სიუჟეტში დამახინჯებულია ისტორიული ფაქტები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთში – არსებული ვითარება არაა სათანადოდ წარმოჩენილი.

    საქართველოს საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალყურს გერმანულ მედიაში საქართველოს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს შესაბამის ზომებს", – აღნიშნულია განცხადებაში.

    გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა. საქართველოს საელჩო მოქალაქეებს სიფხიზლისა და ყურადღებისთვის მადლობას უხდის.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно