,,ქვეყანას არც მთავრობა ჰყავს და არც ეროვნული ბანკი"– რომან გოცირიძე


     ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

     ,,ქვეყანას არც მთავრობა ჰყავს და არც ეროვნული ბანკი. რაც ლარს უყვეს, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე თუნდაც ამ ერთი წლის წინათ. ლარის სიმყარე დოლარების შემოდინებაზეა დამოკიდებულიო ვინც ამბობს, ძალაუნებურად ამართლებს ხელისუფლების მავნებლობას. კურსი ორი ვალუტის ურთიერთთანაფარდობაა და ”ლარის მხარეს” მიმდინარე პროცესები თითქმის არ ხვდება ანალიზის სფეროში.
 
     2006 წელს რუსეთის მიერ სავაჭრო და სატრანსპორტო ემბარგოს გამოცხადების შემდეგ ლარი გამყარდა.
 
     2008 წელს რუსეთთან ომმა და მსოფლიო სავალუტო კრიზისმა ლარზე გავლენა ვერ მოახდინა.
   
     ,,იმ ცხრა წელიწადში” ლარის მოძრაობის კორიდორი დოლართან მიმართებით ძირითადად იყო 1,5-1,65-ის ფარგლებში. უნდა როგორმე გავძლოთ 2020-ამდე. მერე ყველაფერი კარგად იქნება"– წერს რომან გოცირიძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно