,,არჩილ ტატუნაშვილის საკითხი არის ის, სადაც ყველა ერთად უნდა დავდგეთ”– თალაკვაძე


      არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიმდინარე კვირას სესიაზე გაიტანენ იმ რეზოლუციას, სადაც არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შესახებ ძალიან მკაცრი შეფასებებია. 

        თალაკვაძის განმარტებით, არჩილ ტატუნაშვილის საკითხი არის, ის რაზეც ერთიანობა აუცილებელია.
 
     ,,ჩვენ ამ კვირაში სესიაზე გავიტანთ რეზოლუციას, რომელიც ძალიან პრინციპულია. ამ რეზოლუციაში გაკეთებულია მკაცრი შეფასებები როგორც არჩილ ტატუნაშვილის, ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით. რეზოლუციაში კონკრეტული მოთხოვნებია, რომელიც ეხება ცხედრის გადმოცემის, გამოძიების ჩატარების და საერთაშორისო მონიტორინგის საკითხს. ჩვენ მზად ვართ მსჯელობისთვის ნებისმიერ მხარესთან, რადგან არჩილ ტატუნაშვილის საკითხი არის ის, სადაც ყველა ერთად უნდა დავდგეთ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно