იდლიბისა და ჰამას პროვინციების დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა


     სირიაში, იდლიბისა და ჰამას პროვინციების დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.

     გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის დროს სამხედრო თვითმფრინავები და საარტილერიო დანადგარები გამოიყენეს.

     სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ სირიის სამთავრობო არმია და რუსული სამხედრო ავიაცია.

     მასშტაბური დაბომბვების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბომბვის სამიზნე დასახლებული პუნქტები გახდა.

     დაბომბვების ადგილას ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv