გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს


     რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. რუს დიპლომატს 23 აგვისტოს 70 წელი უსრულდება და რუსეთის „სახელმწიფო სამსახურის" შესახებ კანონის თანახმად, აღნიშნული თანამდებობის დაკავება მას სწორედ ამ დრომდე შეუძლია.

     რუსული მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე სამი კანდიდატურა სახელდება. მთავარი კანდიდატი კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი ივან ვოლინკინია, რომელიც 2007 წლიდან საქართველოში პერსონა ნონ-გრატადაა გამოცხადებული.

     ვოლინკინი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთის წარმომადგენლობებში მუშაობდა, კერძოდ, აშშ-ში, სერბეთში, მონტენეგროში, საქართველოსა და მაკედონიაში. 2009-2013 წლებში ივან ვოლინკინი სერგეი ლავროვის თანაშემწე იყო, 2023-2018 წლებში კი, სომხეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

     გრიგორი კარასინი სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის საბჭოში გააგრძელებს მუშაობას. კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2005 წელს გახდა. ის ხელმძღვანელობს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრების ორმხრივი ურთიერთოებების საკითხებს. პასუხისმგებელია ფედერალური ასამბლეის პალატებთან, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე. აღნიშნული სფერო რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მიიჩნევა. გრიგორი კარასინი დიპლომატიურ საქმიანობას 1972 წლიდან ეწევა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv