ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სოხუმის აეროპორტი როსტოვის საჰაერო ზონას მიაკუთვნა


     ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სოხუმის აეროპორტი როსტოვის საჰაერო ზონას მიაკუთვნა.

     დე-ფაქტო მთავრობამ, ე.წ. პრეზიდენტის მონაწილეობით ჩატარებულ სხდომაზე სოხუმის აეროპორტს ოთხი ასო-გბერისგან შემდგარი კოდი „ურას"-ი მიანიჭა, რაც რუსეთის აერონავიგაციის საინფორმაციო კრებულში შემდგომ ჩართვას ისახავს მიზნად.

     საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ კოდში „უ" „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის" მიერ ყოფილი საბჭოთა კაშირის ქვეყნებისთვის განსაზღვრული ნიშანია, „რ" – როსტოვის საჰაერო ზონა, „ა" – აფხაზეთი, „ს" – კი სოხუმი.

     ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი სოხუმის აეროპორტის გახსნას და რეგულარული საერთაშორისო ფრენების განხორციელებას გეგმავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენების შესრულება ვერ მოხდება, რადგან ეს საერთაშორისო სამართალს, „სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებას" და საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv