რას სწერს ქართველი პოლიტოლოგი ვლადიმერ პუტინს?


     პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს:
 
     ბატონო (ამხანაგო?!) პრეზიდენტო, ვიდრე ქართველი დევნილები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ("სამხრეთ ოსეთი") ქართული დროშებით არ დაბრუნდებიან, ქართველებს რუსეთის ნდობა არცერთ შემთხვევაში არ ექნებათ, რაც არ უნდა შეპირდეთ მათ! ყველა ის პიროვნება, ვინც თქვენი გარემოცვიდან (სხვადასხვა "რჯულის" ლობისტები!) საპირისპიროს გეუბნებათ, იცოდეთ, რომ სიცრუით გკვებავენ!      
  
      აგრეთვე, ის პოლიტიკური პერსონებიც, ვინც საქართველოდან მოსკოვს ხშირად სტუმრობენ და შეხვედრებს მართავენ თქვენს სახელმწიფო უწყებებში, - რუსეთის დუმაში, მთავრობაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და სხვა "კონსპირაციულ ადგილებში", ისინიც გატყუებენ (მიზანი, - დაფინანსება და ხელისუფლებაში მოსვლა)!                        
 
     1921 წლის 25 თებერვალს, როცა ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ინტერვენცია, ოკუპაცია და შემდგომი ანექსია, ბოლშევიკთა ერთ-ერთმა ბელადმა, სერგო ორჯონიკიძემ რუსეთში ასეთი შინაარსის დეპეშა გააგზავნა:"მოსკოვი, კრემლი, ლენინს, სტალინს! თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს"!                    
 
     იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ქართველი ხალხის ნებას გაითვალისწინებთ, რაზედაც ზევით მოგახსენეთ: დევნილების სახლებში დაბრუნება და სამხედრო ბაზების გაყვანა, - მაშინ გპირდებით, რომ აუცილებლად გამოგიგზავნით შემდეგი შინაარსის დეპეშას:"მოსკოვი, კრემლი, პრეზიდენტ პუტინს! სოხუმის და ცხინვალის თავზე ქართული ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს გამთლიანებულ, დამოუკიდებელ, სუვერენულ, დემოკრატიულ, -  ნეიტრალურ საქართველოს"!!!  
           
      P.S. მერწმუნეთ, ეს გახლავთ ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან, რადგანაც, მხოლოდ ღირსებით სავსე ურთიერთ დამოკიდებულებით და ურთიერთ პატივისცემით, შესაძლებელია ყველაფერი ნეგატიურის გადალახვა!                        
 
     პოზიტიური პასუხის აღსავსე მოლოდინით და თქვენდამი  პატივისცემით...
 
     ჯუმბერ კირვალიძე, პოლიტოლოგი. 
     თბილისი, 29.07.2019

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно