ჩეჩენ მოზარდს ხელისუფლების კრიტიკის გამო ბოდიში ტელევიზიით მოახდევინეს


     16 წლის ჩეჩენ მოზარდს, მაგომედ ახმატოვს, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებდა, ბოდიში საჯაროდ მოახდევინეს. 46 წუთიან მიმართვაში მოზარდი ტირილით ყვება, რომ ევროპასა და სირიაში მყოფ თანამემამულეებს დაუჯერა და ხელისუფლებას უსაფუძვლოდ აკრიტიკებდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული გამოცემა ავრცელებს. 

     სატელევიზიო ინტერვიუში მოზარდი პირობას დებს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.

    მანამდე მაგომედი სოციალურ ქსელებში ჩეჩნეთის ხელისუფლებას უღმერთობასა და კორუფციაში ადანაშაულებდა. მისი ერთ-ერთი პოსტი ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ნახა, რის შემდეგაც მოზარდით სამართალდამცველები დაინტერესდნენ.

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/msoflio/112925/chechen-mozards-khelisuplebis-kritikis-gamo-bodishi-televiziit-moakhdevines