ეს, როგორც მოხდება გვენეტაძემ და ბახტაძემ აიკრან გუდა-ნაბადი და გადადგნენ – გოცირიძე


     ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
    ,,2006 წელს, მაშინ, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი. იანვარში რუსეთმა სპეციალურად ააფეთქა ჩრდილოეთ კავკასიაში ჩვენსკენ მომავალი გაზსადენი, გაყინა ქვეყანა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ეკონომიკას. მხოლოდ ორი თვის შემდეგ შეაკეთა, რადგან სომხეთში არსებულ მიწისქვეშა გაზსაცავში მარაგები სომხეთს მხოლოდ ამ დროის განმავლობაში ეყოფოდა. რომ არა ამ მილსადენზე სომხეთის მიბმა, გაზი ჩვენთვის მრავალი წლით იქნებოდა ჩაკეტილი. 

     მარტში რუსეთმა გამოაცხადა ემბარგო, აიკრძალა ღვინის, მინერალური წყლების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანა, შეჩერდა საჰაერო მიმოსვლა.

     მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ლარი კი არ გაუფასურდა, პირიქით, აპრილში და შემდგომ პერიოდში გამყარდა და ასე გაგრძელდა მომდევნო წლის განმავლობაშიც.

     ლარია სამიანის ნიშნულამდე დაცემის ახსანა მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ, სამომავლოდ რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შესაძლო შემცირებით, არის დემაგოგია. მიზეზი მათი არაკომპეტენტურობა და დაშვებული შეცდომებია.

     ლარის კურსიის ოფიციალურად ”სამამდე” გაუფასურებას თითქმის არაფერი აკლია. როგორც კი ეს მოხდება, გვენეტაძემ და ბახტაძემ აიკრან გუდა-ნაბადი და გადადგნენ თავიანთი პოსტებიდან."– წერს რომან გოცირიძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно