„ეს არის დიქტატურის გაფორმება... არ გვაკმარეს ის, რომ წაგვართვეს ტელევიზია სტრასბურგის სასამართლოს ხელით"- გვარამია


     ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლება სრულფასოვანი დიქტატურისკენ მიდის, რადგან მიმდინარეობს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაჭერა, მომიტინგეების უკანონოდ ციხეში ჩაყრა, ტელევიზიის დახურვა.

     მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს ბრძოლა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც სურთ ახალი თავისუფალი მედიის შექმნა.  

     „ეს არის დიქტატურის გაფორმება. ჩვენ არ გვაკმარეს ის, რომ წაგვართვეს ტელევიზია სტრასბურგის სასამართლოს ხელით, სხვათა შორის, კიდევ   ფიგურირებს აქ და სტრასბურგის სასამართლო, არ დაგვავიწყდეს. ჩვენ ახლა არ გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ გავაკეთოთ ახალი. ეს არის დიქტატურა, ამას სხვა შეფასება არ ჰქვია, თავი არ მოიტყუოს არავინ, არც ამ ქვეყანაში, არც მის ფარგლებს გარეთ. ყველაზე სამწუხარო ამ ამბავში ის არის, რომ ტრიგერი, ანუ გამშვები მექანიზმი დიქტატურის სრულად ამოქმედებისთვის და ამ ჯინის ბოთლიდან გამოშვებისთვის გახდა ევროპული ინსტიტუცია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო.

    აი, ზუსტად იმ გადაწყვეტილების მერე, თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ, ერთი მეორეზე უარესს, ყველა მიმავალი სრულფასოვანი დიქტატურისკენ, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაჭერა, მომიტინგეების უკანონოდ ციხეში ჩაყრა, ტელევიზიის დახურვა, მთავარი ტრაგედია, ჩემი აზრით, მთავარი ევროპული პლატფორმის, "რუსთავი 2-ის" და ახლა გაგრძელება უკვე იმ ადამიანებთან ბრძოლის სახით, რომლებსაც შეუძლიათ ალტერნატივების შექმნა, ანუ სიტყვის თავისუფლების საბოლოო დახურვაზეა ლაპარაკი. აი, ეს ყველაფერი დაიწყო ამ გადაწყვეტილების შემდეგ. ეს უნდა გავაცნობიეროთ ჩვენც და ამ გადაწყვეტილების ავტორებმაც," - აცხადებს ნიკა გვარამია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://www.rustavi2.ge/ka/news/140548