,,არსებობს ერთი კაცი, ორი პარტიით" - კობახიძე


      ,,არსებობს ერთი კაცი, ორი პარტიით" - ეს არის ირაკლი კობახიძის არგუმენტი ცვლილებაზე, რომელიც წინასაარჩევნოდ ბლოკების შექმნის აკრძალვას ეხება. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრის განმარტებით, აუცილებელია ბლოკები დასრულდეს, რადგან სწორედ ბლოკების არსებობაა ფორმალურად პარტიების არსებობის მიზეზი.
 

     კობახიძის თქმით, საქართველოში 19 კვალიფიციური პარტიაა, თუმცა აქედან შინაარსობრივად კვალიფიციური პარტია მხოლოდ 5-6. საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ არის ერთკაციანი და ორკაციანი პარტიები, რაც მავნე პრაქტიკაა.

     „იყო ოდირის რეკომენდაციები, რომ უნდა მოწესრიგებულიყო მათ შორის სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის საკითხები. ეს არის ოდირის რეკომენდაციები, რომელიც აისახა კანონპროექტში. გაუგებარია, რა კუთხით არის საუბარი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, არსებობს კონვენციური განმარტებები სიძულვილის ენის და ქსენოფობიის, ასევე ვთქვით, რომ  ჩვენ მზად ვართ კონკრეტულ საკანონმდებლო აქტში ავსახოთ ის განმარტებები, რომლებიც იქნება შესაბამისი კონვენციურ განმარტებებთან,"-განაცხადა კობახიძემ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно