კვირიკაშვილი: ,,კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს ცხედრის გადმოსვენება"


     ,,კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს ცხედრის გადმოსვენება"– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ– მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

     კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ  ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა მყოფი საქართველოს ორი მოქალქის გადმოცემაც მალე მოხდება.
 
     „არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით აღარ გავაკეთებ შეფასებებს. ბევრი საუბარი იყო ამაზე. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს ცხედრის გადმოსვენება"–განაცხადა პრემიერმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно