,,იმის მტკიცება, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი, არის, რუსული ვერსიის გამეორება" - კანდელაკი


      "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის თქმით, როცა ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის საზღვარს არღვევს საერთაშორისო სამართლით ეს არის სამხედრო აგრესია. მისი განცხადებით, რუსულმა ჯარმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 7 აგვისტოს, ხელისუფლება კი 8 აგვისტოს აღნიშვნით რუსულ ნარატივს იმეორებს, რაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. 

     ,,ამავე დროს პარალელურად მიმდინარეობდა ქართული სოფლების დაბომბვა, ფაქტობრივად, გასროლაც მათი მხრიდან მოხდა პირველად და დიდი ზომის შეიარაღებული ნაწილები მათ შემოიყვანეს საქართველოს ტერიტორიაზე 7 აგვისტოს, ამიტომ მტკიცება იმისა, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი, ეს არის, სამწუხაროდ, რუსული ვერსიის გამეორება, რომ საქართველომ დაიწყო ომი და შემდეგ რუსეთმა უპასუხა, ეს არის კატასტროფა და დიდი ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის," - აცხადებს კანდელაკი. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно