აშშ-მა გიბრალტარის ხელისუფლებას სთხოვა, ირანული ნავთობტანკერი არ გაათავისუფლოს


     აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გიბრალტარის ხელისუფლებას სთხოვა, არ გაათავისუფლოს ირანული ნავთობის გადამტანი ტანკერი.

     ირანული ხომალდი „გრეის 1", რომელსაც ნავთობი სავარაუდოდ სირიაში მიჰქონდა, გიბრალტარის სანაპიროსთან 4 ივლისს დააკავეს.

     გიბრალტარის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ გემის დაკავების ბრძანება გაუქმდებოდა და ირანული ხომალდი უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა აშშ-ის თხოვნას ახლა სასამართლო მოსმენაზე განიხილავენ. გიბრალტარში ამბობენ, რომ ვაშინგტონის მიმართვა არაერთ ბრალდებას ემყარება, რომელიც განხილვას საჭიროებს.

     ეკიპაჟის ოთხივე წევრის მიმართ, საპოლიციო პროცედურები დასრულებულია. გიბრალტარის მთავრობა ეჭვობდა, რომ ევროკავშირის სანქციების დარღვევით, ირანულ ტანკერს ნავთობი სირიაში მიჰქონდა. გემის დაკავებამ ირანს და ბრიტანეთს შორის დიპლომატიური კრიზისი წარმოშვა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv