,,ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას შეჩერება არ ემუქრება"– კვირიკაშვილი


     ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას შეჩერება არ ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

     შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ტომას დე მაზიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი კიდევ უფრო არ გაიზარდოს. შვედეთის შს მინისტრმა, კი აღნიშნა, რომ საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებების კუთხით იდენტიფიცირებულია ოთხი ქვეყანა, რუმინეთი, ლიტვა, პოლონეთი და საქართველო.

 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно