"პრემიერი, თუ ამას დამაკმაყოფილებელ შედეგად აღიქვამს, მისი პრობლემაა"– ხუხაშვილი


     პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი პრემიერის იმ გაცხადებას გამოეხმაურა, სადაც კვირიკაშვილმა რუსეთს დიალოგისკენ მოუწოდა.

     ხუხაშვილის აზრით, განცხადება კონკრეტულ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული.
 
     ,,პრემიერის განცხადებაში მთავარი პრობლემა შინაარსი კი არ არის, რომელიც ვიღაცას მოეწონება და ვიღაცას არა. პრობლემა იმაშია, რომ პრემიერის ნებისმიერი განცხადება რაღაც შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. შედეგი კი ასეთია - ოსებმა დასცინეს, რუსებმა დაიკიდეს, ამერიკელებმა აზრზე მოდიო. შიგნით ვიღაცამ აგინა, ვიღაცამ გული მოიფხანა. თუ ვინმე ამას დამაკმაყოფილებელ შედეგად აღიქვამს და პოლიტიკას ეძახის, ეს უკვე მისი პრობლემაა"- წერს გია ხუხაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно