,,კვირიკაშვილის განცხადება არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობით გადადგმული ნაბიჯი"– ციხელაშვილი


     საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში იმყოფებოდა.

     ციხელაშვილი პრემიერის მიერ, გუშინ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას პასუხისმგებლობით გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

     „მე მიმაჩნია, რომ პრემიერ–მინისტრის განცხადება არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობით გადადგმული ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ არსებული მძიმე ვითარებიდან იქნეს გამოსავალი მოძებნილი"– განაცხადა ციხელაშვილმა.
 
     ციხელაშვილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხსაც გამოეხმაურა, მისი აზრით საქართველოს მხრიდან კონკრეტული ვადის დათქმა არაგონივრულია.

     "რა თქმა უნდა, ეს არის სრულად მიუღებელი და ძალიან გამაღიზიანებელი, როდესაც ამდენი დღეს გავიდა და ცხედრის გადმოცემა არ ხდება ოჯახისთვის, მაგრამ არ იქნებოდა ახლა გონივრული კონკრეტული ვადის დათქმა, რადგან ჩვენს მოთხოვნებში ასეთი ვადები არ ფიგურირებს, ჩვენი პარტნიორების მოთხოვნებშიც ასეთი ვადები არ ფიგურირებს და, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მოხერხდეს, რაც შეიძლება მალე," – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно