რუსეთი უხეშად არღვევს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას - ლატვიის პრეზიდენტი


     ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსის თქმით, რუსეთი უხეშად არღვევს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს განცხადება ლატვიის ლიდერმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

     მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო კანონმდებლობისა და გაერო-ს პრინციპების დარღვევა დაუშვებელია, „ნორმად იქცეს".

     „რუსეთი ღიად არ სცემს პატივს საერთაშორისო კანონმდებლობას. ის განაგრძობს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის დარღვევას. ასეთი უპატივცემულობა საერთაშორისო კანონმდებლობის მიმართ არ უნდა იქცეს ნორმად", – განაცხადა ეგილს ლევიტსმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv