გიორგი გახარიამ საქართველოში სომხეთის ელჩი მიიღო


     საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოში სომხეთის ელჩი, რუბენ სადოიანი მიიღო.

     გახარიამ დიპლომატს სომხეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის იდეას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.

     ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно