,,ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას"– კულტურის წარმომადგენლები რუსეთის პრეზიდენტს მიმართავენ


      საქართველოს კულტურის პალატისა და საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავენ.

      ხელოვანები პუტინს არჩილ ტატუნაშვილის დროულად გადმოსვენებას სთხოვენ და დასძენენ, რომ აღნიშნული ფაქტი დარტყმას აყენებს რუსულ–ქართულ ურთიერთობას.
      
     ,,ჩვენ, საქართველოს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები შეშფოთებულები ვართ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ორ კვირაზე მეტია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება.

     ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართულ-რუსულ ურთიერთობას. ჩვენ, ქართველი ხელოვანები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს, ჩვენი მოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება, რათა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ შევძლოთ ცხედრის დატირება.

    ხელს ვაწერთ:ლია მიქაძე,ნუნუ გაბუნია,მარიკო კვალიაშვილი,ზურა ყიფშიძე,ირმა სოხაძე,თამრიკო ჭოხონელიძე,მაკა მახარაძე,ასმათ ტყაბლაძე,თეიმურაზ გვალია,დავით ოქიტაშვილი.ხელმოწერები გრძელდება– ნათქვამია კულტურის სფეროს წარმომადგენლების წერილში.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно